суббота, 5 июля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ ჩვენი ცოდნა ინტელის პროგრამის ფარგლებში, რეფლექსია გავაკეთეთ ჩვენს ბლოგზე, წარმოვადგინეთ პორტფოლიოები, შევაფასეთ. ავტვირთეთ შექმნილი მასალები ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე.
 ამ პროგრამამ მომცა მეტი ცოდნა პროექტების შექმნისა და ტექნოლოგიებით სწავლების პროცესში, გავეცანი დეტალურად პროექტების შექმნის ნაბიჯებს. ინტელის პროგრამის რესურსი ძალიან დამეხმარება მომავალში სწავლის შედეგების და საკუთარი ნამუშევრის ეფექტურად გამოყენებაში. იგი მაძლევს  საზოგადოების ჩართულობის მეტ შესაძლებლობას, რაც მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.

пятница, 4 июля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესში ეფექტურად, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში, განვიხილეთ კითხვების დასმის ტექნოლოგია, სასწავლო პროექტის განხორციელების ნაბიჯები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტს, შევაფასეთ სასწავლო პროექტების პორტფოლიოები.შევქმენით ვებრესურსები, მასალები. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე.

პროექტი

მეშვიდე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ მეეავსე მოდულის საკითხები. გავუზიარეთ ერთმანეთს  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება; განვიხილეთ, როგორ ხდება თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში; გავეცანით დეფერენცირებული სწავლების მიდგომებს, ჩამოვტვირთეთ რუბრიკები მოსწავლეთა აზროვნების სკაფოლდინგზე,განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებზე და ა.შ.

მეექვსე დღის რეფლექსია

შევისწავლეთ სასწავლო პროექტების ნიმუშებისნშექმნა, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, დავგეგმეთ მოსწავლის პროექტები, მისი განხორციელების გზები, გავაკეთეთ პრეზენტაციები, შევისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.

მეხუთე დღის რეფლექსია

 მეხუთე დღეს შევისწავლეთ ვებური ტექნოლოგიები, კოლაბორაცია, დოკუმენტების გაზიარება, ვიკი სატზე მუშაობა, ონლაინგამოკითხვების მომზადება, ინტერნეტიდან ვიდეოფაილების ჩამოწერა, საავტორი უფლებების დაცვა, გავეცანით პრეზენტაციას.

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიგეთ პრეზენტაციის მომზადება ჩემს ბლოგზე, რეფლექსია, ბლოგის მომზადება, წინასწარი დაგეგმვა, გავეცანით ბიბლიოგრაფიას. შევაჯამეთ მეორე მოდული

მესამე დღის რეფლექსია

დავიწყეთ მე-2 მოდულის სწავლება, - სასწავლო პროექტების დაგეგმვა. გავოგეთ, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სტანდარტები, შევიმუშავოთ ამოცანები, გავეცანით სასწავლო სტანდარტებისა და მიზნების რუკა, ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით პროექტის მოთხოვნებს, განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული მიდგომები, პრობლემის გადაჭრის,  გადაწყვეტილების მიღების, გამოძიების, დოკუმენტირების. გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოებს, პუბლიკაციის მომზადებას პროექტებზე, განვიხილეთ გამოცემის მომზადება, ბლოგის მომზადებას და ბლოგზე რეფლექსიის გაკეთებას.

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს. ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვასა და მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. გავეცანით პოტრფოლიოს კომპონენტებს, სტატიის მომზადებას პროექტებით სწავლების შესახებ. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. დავგეგმეთ ინდივიდუალური საპროექტო წინადადებები, შევქმენით ელექტრონული საქაღალდეები.